пятница, 28 февраля 2014 г.

რეფლექსია 9


ნახეთ ჩემი პორტფოლიო
დღეს  ჩვენი  ტრენინგის  ბოლო  დღეა.  გავაანალიზეთ მიღებული  ცოდნა, ავტვირთეთ ბლოგებზე  ჩვენ-ჩვენი  პროექტები, ვუსურვეთ ერთმანეთს  წარმატებები. ამ  ტრენინგს დიდი მნიშვნელიბა   ჰქონდა  ჩემი პროფესიული განვითარებისათვის. მადლობა ჩვენს ტრენერს იმ  უსაზღვრო  ენერეგიისათვის,  რომელსაც არ იშურებდა არც ერთი ჩვნგანისა-თვის.

воскресенье, 23 февраля 2014 г.

რეფლექსია 8

მიუახლოვდით  დასასრულს. პედაგოგები ვერ მალავენ  კმაყოფილებას, რადგან  კიდე უფრო მეტად გაეცვნენ 21-ე  საუკუნის მიდგომეებს. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლევბაზე. გავითვალისწინოთ კლასის შესაძლებლობები აქტივობების მიცემის დროს და  მივცეთ ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებები თავისი სურვილით და შესაძლებლობებით. განვიხილეთ ფასილიტატორის ნიმუშები და ფასილიტატორის როლი.
 

суббота, 22 февраля 2014 г.

რეფლექსია 7

    დღეს ვისწავლეთ მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკის  გაკეთება და ჩვენი პროექტის შესაბამისი სავარაუდო ნაშრომის თვითშეფასების რუბრიკა ჩავწერეთ, ასევე ვიმუშავეთ  განმავითარებელ შეფასებაზე და ჩავწერეთ.  დღევანდელი დღეც საინტერესო იყო.

воскресенье, 16 февраля 2014 г.

რეფლექსია 6

      მოდული 4 - რა  ტექნოლოგიური  ინსტრუმენტები  გამოვიყენოთ  მოსწავლეთა  სავარაუდო  ნამუშევრებისათვის: პრეზენტაცია, ბუკლეტი, ფლაერი, ბროშურა და ა.შ. რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტის ეფექტურად წარმართვისათვის. მოხდა აზრთა გაზიარება პედაგოგებს შორის.

суббота, 15 февраля 2014 г.

რეფლექსია 5

       პედაგოგებმა ერთმანეთის პროექტებზე გავაკეთეთ უკუკავშირი, რაც ფრიად ნაყოფიერი იყო. ვისაუბრეთ და გავარჩიეთ ის აქტივობები რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის ნაყოფიერად წარმართვას. ვიმსჯელეთ საავტორო უფლებებზეც. ვნახეთ როგორ შეიძლება შევქმნათ გამოყენებული ლიტერატურის ფაილი და რა უნდა გავითვალისწინოთ. ვისწავლეთ ინტერნეტიდან მასალების მოძიების საშუალებები და ლინკის გადმოწერა.

воскресенье, 9 февраля 2014 г.

რეფლექსია 4

                                      
       დღევანდელი დღე წარმატებით წარიმართა. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს. განვიხილეთ დროში გაწელილი შეფასების გეგმა. ის პროექტები და შეფასებები რომლებიც გვჭირდება პროექტის დაწყებამდე და მისი მსვლელობის დროს. ყველა პედაგოგი აქტიურად იყო ჩართული.

суббота, 8 февраля 2014 г.

რეფლექსია 3

                         
              ტრენინგის  მესამე  დღემაც  საინტერესოდ  ჩაიარა.  აქტიურად  ჩართული ვიყავით  ყველა  პედაგოგი  ქალბატონი  ირინას  ხელმძღვანელობით.  განვიხილეთ .როგორ  მომემზადოთ  პროექტის  დაგეგმისათვის.  ამისათვის  აუცილებელია  დავისახოთ  მიზანი  (ბლუმის  ტაქსონომიის  გამოყენებით) ,  დავუკავშიროთ  სტანდარ- ტებს  და დავსვათ  შესაბამისი  საკვანძო  კითხვები.  პედაგოგებმა  გაუზიარეთ  აზრი  ერთმანეთს,როგორ  დავსვათ  ზოგადი,  თემატური  და  შინაარსობრივი  კითხვები. 

воскресенье, 2 февраля 2014 г.

რეფლექსია 1

           გავეცანი პროექტული სწავლების  გზამკვლევს და ასეთი მიდგომების მნიშვნელობას, მის უპირატესობას სასწავლო პროცესში.. პროექტული სწავლების ასეთი მიდგომა ჩვენთვის  სიახლეა,  დამაინტერესა.  თემა უკვე მოვიფიქრე. განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი, შევქმენი პორტფოლიო და მისი რუბრიკა გავარჩიეთ, გზამკვლევის მუშაობაშიც გავერკვიე და პუბლიკაციის გაკეთებას შევუდექი. პროექტით სწავლებამ ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოსწავლეების მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებასა და გამოვლენას, მათ დაინტერესაბას, ჩართულობას, 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. ვფიქრობ თემაზე, ჩემი პატარების ინტერესი და აქტივობა რომ გამოიწვიოს, უფრო სხვა თვალით შევხედე პროექტის არსს.